Armani Privé Fall/Winter 2014 Haute Couture

8 ივლისს პარიზის მოდის კვირეულზე მოდის სახლმა Armani-მ 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის Haute Couture უახლესი კოლექცია წარადგინა, რომელიც მკაცრად გადაწყვეტილია 3 ფერში: წითელი, თეთრი და შავი. უახლესი კოლექციის ერთი ნაწილი სხეულზე მომდგარი მოკლე კაბების, ორიგამის ფორმის ჟაკეტების და მანტოების, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისაგან შედგება, მეორე ნაწილი გლამურული და მდიდრული საღამოს კაბებისაგან, ხოლო მესამე ნაწილი კი იაპონური სტილით ინსპირიებული პრინტიანი მოსასხამებისაგან.

Elie Saab Fall 2014 Haute Couture

8 ივლისს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, ლიბანელმა დიზაინერმა ელი სააბმა 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის უახლესი კოლექცია წარადგინა .კოლექციის შექმნისას დიზაინერის ინსპირაციის წყარო "სინათლის ქალაქი" პარიზი გახლდათ, ამიტომაც ელი სააბმა შოუზე ბრჭყვიალა და კაშკაშა თეთრი, ცისფერი, წითელი,შავი და ხორცისფერი კაბები გამოიტანა, რომლებთაც შესაბამისი ფერის ქურქის მოსასხამები ამშვენებდათ. ახალი კოლექცია ზუსტად მიჰყვება დიზაინერის წინა წლის კოლექციების ხაზს და საოცრად ჰაეროვანი და გლამურულია.

Burberry Prorsum Resort 2015 Collection

რამდენიმე დღის წინ ბარბერიმ 2015 წლის საზღვაო სეზონის სრული ლუქბუქი გამოაქვეყნა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დიზაინერ კრისტოფერ ბეილის განცხადებით კოლექციის შექმნისას მისი ინსპირაციის წყარო წიგნები გახდა. კოლექცია გადაწყვეტილია თეთრ, ხორცისფერ, შავ და ლურჯ ფერებში, რომელსაც ულამაზესი პრინტები ამშვენებს. წარმოგიდგენთ ბარბერის მომავალი წლის საზღვაო სეზონის ლუქბუქს.

The Perfect Nude - L'Oréal Paris

შერილ კოული, დოუცენ კრუზი, ფრიდა პინტო, ჯულიანა მური, ჯეინ ფონდა, ევა ლონგორია, ლია კებედი - ვარსკვლავების კოლაბორაცია მსოფლიოს უდიდესი კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიის ლორეალ პარიზთან.

ჯენიფერ ლოპეზი ჟურნალ 'Cosmopolitan'-ის გარეკანზე

American Idol -ის ჟიურმა ჯენიფერ ლოპეზმა დაამშვენა ჟურნალ 'Cosmopolitan' -ის 2013 წლის ოქტომრის თვის გამოშვება. 44 წლის მომღერალი ჟურნალისტებს ესაუბრა თავის ურთიერთობაზე Casper Smart-თან და თავის თავზე. მოდით გადავხედოთ ფოტოებს ფოტოსესიიდან და სრულ ინტერვიუს.

კვირის საუკეთესოდ შემოსილი ვარსკვლავები

გამოკითხვების შედეგად გამოვლინდა კვირის საუკეთესოდ ჩაცმული 10 ვარსკვლავის ლუქი, რომელთა შორისაც Kate Moss პირველ ადგილს იკავებს თავისი შავი წვეულების კაბით. გემოვნებიანთა სიაში მოხვდნენ ცნობილი სახეები : Sarah Jessica Parker, Sandra Bullock და Alice Eve-იც.

თბილისის მოდის კვირეული იწყება!

კომპანია ჯეოფეშენის ორგანიზებით TFW-ს ამჯერადაც სასტუმრო „Holiday Inn“ და „აჭარაბეთი“ წარმოგვიდგენს. მეიდან ჯგუფის საღონისძიებო სივრცე თბილელის მუზეუმ ქარვასლაში გაიმართება.

როზი ჰანტინგტონ-უაითლი ესპანური ვოგისთვის

25 წლის ბრიტანელმა მოდელმა როზი ჰანტინგტონ-უაითლმა ცნობილი ფოტოგრაფის, მიქელანჯელო დი პატისტას წინაშე იპოზიორა და ესპანური ვოგის მარტის ნომრის გარეკანი დაამშვენა.

ვანესა პარადი H&M-ისთვის

იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა შვეიცარიული მეგაბრენდ H&M -ისა და ცნობილი ფრანგი
მომღერლისა და მსახიობის ვანესა პარადის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ,ის გახდა დიზაინერული
ხაზის Conscious H&M-ის სახე,საკუთარი აზრის შექმნა უკვე შეგვიძლია ბრენდის გაზაფხული-ზაფხულის
კოლექციის შესახებ

ნექსთის" ახალი გაზაფხული/ზაფხულის 2013 წლის კოლექცია

ბრიტანული უნაკლო სტილი, გონებამახვილობა და შესანიშნავი სილუეტები - სამივე აისახა
ბრიტანული პოპულარული ბრენდის "Next"-ის ახალ, 2013 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში.
წინა ლუქბუქი წარმოგვიდგინა მოდელმა არიზონა მიუზმა, ახლა კი ბრენდმა ლიტველ მოდელზე- ედიტა ვილკევიჩუტზე შეაჩერა არჩევანი.



Welcome to Poezia.in, the leading online Verse site, where you can play a huge range of free online poem including anime Verse, detectiv, fetnez, Verse for kids, mobile Verse, iPhone Verse, Android Verse, Windows Phone, anime for kids, best Verses and many more. We pride ourselves on providing our users with original and rewarding content to keep them entertained. So if you are looking for movies for kids or to simply blow off a little steam and use up some time, feel free to enjoy all that we offer and return to play more great Verses.