გათენდა..

„ცხოვრებაში ყოველთვის დაკარგავ საყვარელ ადამიანებს, ბევრსაც ეცდები, რომ რამე გააკეთო მათ დასახმარებლად, მაგრამ მოვა დრო და მიხვდები, რომ ამ ყველაფერს უბრალოდ უნდა შეეგუო, რადგან ცხოვრება არავის არ ინდობს.. არავის..“

ბავშვობიდან... ნაწილი 3

ბოლო სიტყვები ძლივს ამოილუღლუღა და თვალები დახუჭა სამუდამოდ...
ძალიან შემეშინდა,, ყველაფერი მივატოვე,, კარები ჩავკეტე და მარისთან გავიქეცი... ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა,, მივრბოდი და ვერავის და ვერაფერს ვერ ვხედავდი... უცებ ვიღაცას დავეჯახე...

–ვეკო რა ხდება?
–არაფელი,, გამიშვი ეხლა არა ნიკა რა... გამიშვი...
–არა მითხარი რა ხდება,, იქნებ დაგეხმარო?
–არა ვერ დამეხმარები... გამიშვი არა გთხოვ...
–კარგი...

ბავშვობიდან... ნაწილი 2

–გოგ ვიღაც ბიჭს მოვეწონე მგონი...
–რა?? ვინაა?? როგორია?? რა გითხრა??
–ამომასუნთქე ახლა მოვედი, მოგიყვები სად წავალ... :)
–არა ეხლავე,, აუ მიდი ვეკო დამაწყდა ნერვები...
–იცი რას დავუკვირდი?
–რას?
–მასაც ნიკა ქვია და...
–აუ ეხლა არ დამიწყო აქ ბავშვობის მოგონებები და ცრემლები :) ყველაფერი კარგად იქნება :*
–იმედია...
–იმედია კი არა კარგად იქნებათქო რო გეუბნები ე.ი. იქნება :)
–ე.ი. არის მაღალი, შავგვრემანი, მოკლე შავი თმებით...
–ვაიმე ვეკო ცუდად ვარ... მერე??
–:) მერე რა არაფელი... შენი გაცნობა მინდაო...
–მერე რა უთხარი???
–ჩემი სახელი საიდუმლოდ დარჩესთქო ჯერ
–არა რა ჩემი სკოლაა
–კარგი სიხარულო წავედი მე მეჩქარება,, ბებო არაა კარგად და...
–კარგი...
–მიყვარხარ მარიამ...
–მეც ვეკ :*

ბავშვობიდან... ნაწილი 1

გავიდა 3 წელი ვეკო და ნიკა კი მეორე კლასში იყვნენ და ისევ აციმციმებული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს...
1999 წლის იანვარში მოხდა საზარელი ავტო–კატასტროფა... მანქანა მოყინულ გზაზე მოსრიალდა... გარდაიცვალა 2 ადამიანი, უკანა სავარძელზე მჯდომი პატარა გოგონა გადარჩა :'( ...

გადიოდა დრო.

ზღვაზე უმთვარო, მოწმენდილი ცა იყო. წყნარი, პატარა ტალღების ხმა ძლივს ისმოდა ქვიშიან ნაპირზე, წყალში ვარსკვლავების სინათლე იდგა; იქ მათ ბაც შუქში კატარღა მიცურავდა.იმ ნაპირის გასწვრივ, სადაც სიბნელეში მოჩანდა მკრთალი მბჟუტავი ნათურები. ზღვა წყნარი იყო, ნაპირზე სინათლეები ჩანდა და გემბანზე მშვიდად უკრავდა მეზღვაურის გარმონი. ასე იცურებდა კატარღა დილამდე, მერე შევიდოდა ნავსადგურში, აიღებდა სანოვაგეს; შუადღისთვის უკან დაბრუნდებოდა ზღვაში; ღამის სიწყნარეში ისევ გამოჩნდებოდნენ ნაპირის სინათლეები, ზოგი კაშკაშა, ზოგი მბჟუტავი; სხვა სინათლე კი სულაც არ ჩანდა კატარღიდან, არ ჩანდა სანაპიროდან მოშორებული შუქი, არ ჩანდა ფარდაჩამოფარებული სახლებიდან ის სინათლე, რომელიც ძლივსღა ბჟუტავდა კერაზე.

ორმაგი მოტაცება 5 (დასასრული)

სახლში მისვლისთანავე მარი ოთახში შევარდა, თვალცრემლიანი იყო, კარადიდან ჩემოდანი გამოიღო, ჩაალაგა თავის და ბავშვის ტანსაცმელი და მშობლების სახლში გადავიდა... მშობლებისთის არაფერი უთქვამს, თუმცა მხოლოდ ის თქვა რომ იჩხუბეს და ცოტახანი მარტო ყოფნა სჭირდებოდა ორივეს... ბავშვი გულში მხურვალედ ჩაიკრა და გულსაკლავად დაიწყო ტირილი... პატარა ვერ მიხვდა რა ატირებდა მის საყვარელ დედიკოს, არასდროს ენახა ასეთ მდგომარეობაში...
- დედიკო, რატომ ტირიხარი – ხმას არ იღებდა მარი... – მამიკო არ მოგვაკითხავსი
- მამაშენი სამოგზაუროდ წავიდა.
- მაგიტომ ტირიხარი – მარიცა უფრო აატირა ბავშვის შეკითხვამ... – დედიკო მამიკო გენატრება უკვე და იმიტომ ტირიხარი
- ხო დედიკო ხო...

ორმაგი მოტაცება 4

- ამ ერთი თვის მანძილზე, როცა სახლში არ ვიყავი ხოლმე, აქ ამოვდიოდი, ღმერთს შენს სიყვარულს შევთხოვდი... მგონი ახლა მადლობა უნდა ვთქვა, რადგან დღეს შენ ჩემთან დარჩი... არ ვიცი გიყვარვარ თუ არა, მაგრამ მთავარია რომ შენ ჩემს გვერდით ყოფნა არჩიე...
- გაგი...
- მარი მიყვარხარ და ბედნიერი ვიქნები შენც თუ ამ გრძნობით მიპასუხებ... ერთი თვეა გამირბიხარ, დღე არ მენახვები, ღამე ჩემგან მოშორებით გძინავს, თუმცა ერთ ოთახში ვართ...
- არ გაგირბოდი... გაკვირდებოდი, მინდოდა შემესწავლე, გამეცანი, შორიდან ყველაფერს ვაკვირდებოდი, თითოეულ შენს მოძრაობას... მართალი გითხრა როცა სახლიდან მიდიოდი, ვღელავდი, არ ვიცოდი რატომ მეშინოდა რაღაცის, შენ კი აქ მოდიოდი თურმე და მშვიდდებოდი... ეს ერთი კვირა კი ვეღარ ვიტანდი უკვე მარტოობას, უფრო განვიცდიდი...
- მარი...

****

ერთ დილას როცა მაღვიძარამ დარეკა ელენე შეშინებული წამოდგა საწოლიდან და სახლის დათვალიერება დაიწყო შეშინებული იხედებოდა აქეთ-იქით და სახეზე ეტყობოდ დაბნეულობა, ყვირილი დაიწყო ამ ყვირილში ნიკასაც გამოეღვიძა და ცადა ელენე დაემშვიდებინა მაგრამ ელენე არ ჩუმდებოდა ამბობდა რო არაფერი ახსოვდა.

რა უნდა მამაკაცს, რომ იცოდეს ქალმა!

1. გამოხატე შენი აზრი. მე ამაყი ვარ ამ დროს, თუ გინდა იფიქროს სხვამ, რომ ეს სიმართლე არ არის;
2. შენ ხალათში ან შორტებში უფრო კარგი ხარ, ვიდრე რაღაც გაპრანჭულ კაბაში;
3. ნუ კივი - რომ ძალიან ჩქარა ვატარებ მანქანას, უნდა ნახო, რას ვშვრები შენ როცა არ ზიხარ;
4. ამდენ მაკიაჟს ნუ იკეთებ, მირჩევნია თვალებში სიყვარული იყოს, ვიდრე ფანქრის ხაზები;

რა უნდა ქალს, რომ მამაკაცმა იცოდეს!

1. თუ მომატყუებ, მე დაგტოვებ;
2. მიყვარს, როდესაც ზურგიდან მეხვევი და ყურში მეჩურჩულები;
3. ძალიან მიხარია, როდესაც შენგან "მეილს" ვიღებ;
4. ველოდები შენს ზარს და ძალიან მსიამოვნებს;
5. ეცადე არასდროს მითხრა, რა დამრჩა გასაკეთებელი;