ასე მაშინაც არ ტოვებენ, როცა ზეცაში მიდიან....

ლოცვასავით მჭირდები ხანდახან და მარხვასავით გარღვევ...
ვერც სულიერ ცხოვრებაში აღმოვჩნდი სრულყოფილი...
დღეს შენი წერილები წავიკითხე და გული შემეკუმშა, თითქოს სუნთქვა არ შემეძლო, ისეთი უცხო გახდი...
ყველაფერმა გაგამტყუნა ჩემში...არადა თითქოს ყველა ჩემი ნაწილი შენ მხარეს იყო, თვალების გარდა...

მიპოვე რა..

ისევ იგივე სევდისფერი დღე,ჩამოფარებული ფარდები,ფინჯანი ყავა ჰაერივით ყლუპ-ყლუპად სვამ და გეღიმება,ოღონდ შენც არ იცი სიმწრის არის თუ ბედნიერების?!ალბათ უფრო პირველი თორემ მეორეს არსებობის არ მჯერა და არამგონია ოდესმე შევძლო იმის დაჯერება რომ არსებობს..ახლა რომ ვენები გადავიჭრა და სისხლისგან დავიცალო ვერც ვერავინ მიპოვის..

გიყვარდეს შენ'ც

,,თუ გინახავთ თქვენი თავი, როგორ უყურებთ მას, ვინც გიყვართ?
თუ გინახავთ შორიდან?
მე მინახავს.
ერთი კადრია, ორი წამი გრძელდება სულ: ვუყურებ, ვიცინი.

გულის ტკივილი :)

არვიცვლები,წლები გადის,მეკი ისევ ისეთი ვარ როგორც ადრე,თავქარიანი,გულიანი,ღიმილა,ხანდახან დეპრესიულიც,მაგრამ თბილი გულით.

ყველაფერი ჩაივლის

ერთმანეთს დავემშვიდობეთ, თვალებზე ცრემლები მეღვრებოდა, თანმიმდევრობით მისველებდა ტუჩებს, აი ტუჩები კი მიცახცახებდა, ალბათ ხალხს გიჟი ვეგონე,მაგრამ ამ აზრსაც ნაწილობრივ ვამართლებდი. მე ორმოც გრადუს სიცხეში ტუჩები მიცახცახებდა. ყოველ წამს ახალი შეგრძნება გამოიჩენდა ხოლმე თავს, თითქოს რომელიღაც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი,ექსტაზი, ელ ეზ დე ,ან ემ დი. ყველაფერი დამიბუჟდა, ხელ-ფეხი, თავი, მუცელი, ნეტავ მხოლოდ ეს ყოფილიყო და მეტი არაფერი. აზრები ისე მეცვლებოდა როგორც ჩვეულებრივ პატარა ბავშვებს ეცვლებათ ხოლმე გემოვნება.
ალბათ გგონიათ რომ ამ ყველაფერს ვერ გავუძელი, ცრემლები მოვიწმინდე, ყველა არა ამქვეყნიური ფიქრი ერთ კონად შევკარი და გადავყარე, გგონიათ რომ დავბრუნდი და შერიგება ვთხოვე, თქვენ ფიქრობთ რომ სიყვარულმა თავისი გაიტანა, ხელი ჩამჭიდა და საბოლოოდ გამომამწყვდია. მგონია რომ ყველა რომანტიკოსს ძირფესვიანად ამოგეცლებათ გული .

საერთოდ არ გამჭირვებია. ძალიან მარტივად გავუმკლავდი ადამიანის დაკარგვის განცდას და უბრალოდ წავედი.
ამ განცდის გამკლავება მაშინ უფრო მარტივია როდესაც ადამიანი მართლაც რომ წასასვლელია შენი ცხოვრებიდან.

იცით, რამოდენიმე წუთიც კი არ ყოფილა გასული როცა უკვე მცირეოდენი ისტორია შევქმენი. უდავოდ ჭეშმარიტ კავალერად ვიქეცი მაშინ როდესაც ორი ლამაზმანი გოგონა დავინახე, გაუთავებლივ ვისაუბრე მათთან, ვიცანცარე, ვიხუმრე,ვიკაიფე,ერთი სიტყვით გავერთე.

იცით, ერთ-ერთი მათგანი ძალიან მომეწონა, ალბათ შემდეგ კალამს მაშინ ავიღებ , როცა მასაც დავშორდები.

ელენა და გიორგი

როგორც თითქმის ყველა ნაწარმოებს ახასიათებს და დასაწყისში შესავალით მოგვესალმებიან ხოლმე, მეც არ ვუღალატებ ჩვეულ წესს და ორიოდე სიტყვას გეტყვით იმ ამ ამბის შესახებ რომელიც ვფიქრობ რომ უნდა იცოდეთ. მინდა მე და ჩემს ცოლზე გიამბოთ, უბრალოდ ვფიქრობ რომ ჩვენი ისტორია მოგცემთ იმედს, იმედს რომ ერთმანეთი თავდავიწყებით გიყვარდეთ. სხვა თუ არაფერი რამოდენიმე სასიამოვნო წუთს მაინც გაჩუქებთ, ყოველ შემთხვევაში მინდა რომ სასიამოვნო იყოს. ჩემთვის ამაზე სასიამოვნო არაფერია დედამიწის ზურგზე.

ადამიანი რომელიც ადამიანი გახდა

ყოველდღე ათასი რჯულის ქალთან მაქვს ურთიერთობა. ქერა,შავგრემანი,წითური,წაბლისფერთმიანი,მწვანეთმიანი,ყვითელთმიანი,ცისფერთმიანი,ლურჯთმიანი,თაგვისფერთმიანი,ძროხიფერთმიანი. კურნოსა, სწორი ცხვირით, მოღუნული ან უბრალოდ ძალიან გრძელ ცხვირიანი. მაღალი, დაბალი, საშუალო სიმაღლის, ხანდახან ძალიან მაღალი, ან ძალიან დაბალი.
სახელებს ვერ გეტყვით, შეგიძლიათ ალფავიტის მეშვეობით იხელმძღვანელოთ.

my book

მონასტრის კარებთან იდგა ის მოხუცი,მის ხელებში ქოთანი შევამჩნიე ორი ყვითელი ყვავილით, რალამაზი იყო. შემთხვევით შევხედე მის ხელებს გამომშრალს, ცხოვრებისგან ალბათ,თვალი ავაყოლე და....

27.082016

როგორ მინდა ახლა ვინმე დამეხმაროს,ღმერთო ჩემო როგორ.გულნატკენმა მივმართე ფურცელს და კალამს,არ მჯერა ღმერთო ჩემო ნუთუ მემან მიმატოვა,წავიდა.მტკივა.გული მტკივა,შენ შენებთან მე ჩემებთანო?ასე თუ ფიქრობდა რატო აქამდე არ თქვა?რატო?თუ მაინც დადგებოდა ეს დღე რატო მოვედით აქამდე?

სამუდამოდ წავალ სამუდამოდ...

ისევ აირია სულში ამინდები,ისევ მომერია შენზე ფიქრები,ოცნები...მერამდენედ დამთავრდა და იწყებოდა ღმერთმა იცის,მაგრამ ამჯერად სამუდამოდ,სამუდამოდ ბედნიერად სამუდამოდ... ამ წერილმა ისე აშალა ჩემში სევდა ვერარ ვაწყნარებ,ისე მომიკლა გული ვეღარ ვმკურნალობ



Welcome to Poezia.in, the leading online Verse site, where you can play a huge range of free online poem including anime Verse, detectiv, fetnez, Verse for kids, mobile Verse, iPhone Verse, Android Verse, Windows Phone, anime for kids, best Verses and many more. We pride ourselves on providing our users with original and rewarding content to keep them entertained. So if you are looking for movies for kids or to simply blow off a little steam and use up some time, feel free to enjoy all that we offer and return to play more great Verses.